squawka:
Aa
Aa

squawka: "მანჩესტერ სიტი" ერთ-ერთ სატრანსფერო ვარიანტად კვერკველიას განიხილავს!

სპორტული გამოცემა squawka-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი სატრანსფერო ვარიანტი საბა კვერკველიაა.

"საქართველო ცნობილია მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალის მქონე მცველებით. ამჟამად ქართველებს შორის გამორჩეული კვერკველიაა, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

მან ჩემპიონატის ლიდერ "ლოკომოტივის" რიგებში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და სერიოზული წვლილი აქვს იმაში, რომ "ლოკო" ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს.

კვერკველია საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია და უკვე 26 სანაკრებო კეპი აქვს. ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და "სიტის" ბიუჯეტისთვის იოლი მოსანადირებელი იქნებოდა, ერთადერთი კითხვა ისაა, მზადაა თუ არა ის პრემიერ ლიგისათვის". - წერს ქართველი მცველის შესახებ გამოცემა.

squawka ასევე ასახელებს "სიტის" სხვა ვარიანტებს და მათ რამდენიმე კატეგორიაში ანაწილებს - საოცნებო ვარიანტად რაფაელ ვარანი სახელდება, რეალისტურად ჯონი ევანსი, ხოლო მოსალოდნელ ტრანსფერად "ლესტერის" ჰარი მაგუაიერის "ეტიჰედზე" გადასვლა მოიაზრება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიტანულმა The Sun-მა კვერკველიას მსურველ კლუბებად "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერიც" დაასახელა.

საბა კვერკველია საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები