ჰამშიკმა მარადონას შედეგი გაიმეორა
Aa
Aa

ჰამშიკმა მარადონას შედეგი გაიმეორა

სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლიმ" ტურინში "ტორინოს" 3-1 სძლია და პირველი ადგილი დაიბრუნა.

შეხვედრაში ნეაპოლელთა მხრიდან მე-3 გოლის ავტორი სლოვაკი მარეკ ჰამშიკი გახდა, რომლითაც ის ლეგენდარულ დიეგო მარადონას გაუთანაბრდა.

ამ წუთისთვის ჰამშიკის ანგარიშზე 477 შეხვედრაში 115 გოლია. სწორედ ამდენივე გოლი აქვს მარადონასაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიეგომ ამ შედეგის დაფიქსირება 231 შეხვედრის შემდეგ შეძლო.

თუ, სლოვაკი ფეხბურთელი მომდევნო ტურში "სამპდორიას" გაუტანს, ის "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო სარის გუნდმა "ინტერის" მოულოდნელი მარცხით ისარგებლა და 42 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები