ფილიპ ლამი:
Aa
Aa

ფილიპ ლამი: "დროა, რომ ოქროს ბურთის რეფორმირება მოხდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა ოქროს ბურთის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ლამმა აღნიშნა, რომ ეს ყევლაფერი უკვე მოსაწყენი ხდება და ცვლილებების დროა. გერმანელი ფეხბურთელის სიტყვები სოციალურ ქსელ twitter-ზე სპორტული გვერდის Sporf-ის საშუალებით გავრცელდა.

"დროა, რომ ოქროს ბურთის რეფორმირება მოხდეს. ეს უკვე მოსაწყენი და ერთფეროვანია. ყველაფერი თავდამსხმელებს შორის პოპულარულობის კონკურსს დაემსგავსა".

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ოქროს ბურთი იმ ფეხბურთელს გადაეცემა, ვისი გუნდიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ან ლიგაზე წარმატებულად გამოვა და სეზონში ყველაზე მეტ გოლს გაიტანს. ასეთი ტენდენცია დაახლოებით 10-12 წელია გრძელდება.

2000-ანი წლების დასაწყისში ოქროს ბურთი სულ სხვა კრიტერიუმებით გაიცემოდა, თუმცა ადრეც და ახლაც, ხსენებული კრიტერიუმები ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის დღემდე უცნობი რჩება.

აქვე გეტყვით, რომ ფორვარდისა და ნახევარმცველის გარდა სხვა ამპლუის ფეხბურთელმა ბოლოს ოქროს ბურთი 2006 წელს მოიგო და ის იტალიელი ფაბიო კანავარო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები