გვარდიოლამ დაადასტურა -
Aa
Aa

გვარდიოლამ დაადასტურა - "სიტი" იანვარში ტრანსფერს განახორციელებს

"მანჩესტერ სიტის" თავკამა პეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს.

"ჩვენ დაცვის გაძლიერებას ვგეგმავთ. ამ პოზიციაზე საკმაოდ ცოტა ფეხბურთელი გვყავს და ერთდროულად რამდენიმე ტურნირზე ვიბრძვით, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. ამ კონტიგენტით ყველა ფრონტზე ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება. გუნდის ტექნიკურ დირექტორთან ჩიკი ბეგირისტაინთან ერთად ჩვენ მოვიფიქრებთ, თუ ვისი დამატება შეიძლება იანვარში".

რამდენიმე კვირის წინ ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ "სიტი" "ვესტ ბრომვიჩის" ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველით ჯონი ევანსით ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ევანსი 2006-2015 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები