მესის მე-9 შანსი
Aa
Aa

მესის მე-9 შანსი

დღეს გამართული ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგად, ერთმანეთს ძველი ნაცნობები "ჩელსი" და "ბარსელონა" შეხვდნენ.

საინტერესოა, რომ ევროპის მასშტაბით "ჩელსი" არის ერთადერთი გუნდი, რომლისთვისაც ლეო მესის გოლი არასდროს გაუტანია.

მესიმ 8 დაპირისპირებიდან "ჩელსის" კარის მიმართულებით 29-ჯერ დაარტყა.

არგენტინელ ფეხბურთელს "არისტოკრატთა" კარის ასაღებად მე-9 შანსი ექნება. წინა 8 დაპირისპირებიდან ლონდონელთა კარის დალაშქვრასთან მესი ყველაზე ახლოს 2012 წლის ნახევარფინალში იყო, როდესაც მისი დარტყმული პენალტი ხარიხას მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება "სტემფორდ ბრიჯზე" 20 თებერვალს შედგება, განმეორებითი კი "კამპ ნოუზე" 14 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები