მორატი:
Aa
Aa

მორატი: "მოურინიომ "რეალში" წასვლა იქამდე ინანანა, სანამ იქ მუშაობას დაიწყებდა"

მილანის "ინტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალში" გადასვლის ისტორია გაიხსენა და Football Italia-სთან საუბრისას უცნობი ისტორია გაიხსენა.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება არ აღგვინიშნავს, რადგან მოურინიო უკვე გვტოვებდა. წასვლამდე ერთი წლით ადრე მან მითხრა, რომ მისით "რეალი" ინტერესდებოდა. მადრიდელთა წინადადება 2010 წელსაც განმეორდა. არ შეიძლება, რომ ადამიანები მძევლად აიყვანო. ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო იმის ყურება, თუ როგორ ელოდებოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგებული ფინალის შემდეგ ფლორენტინო პერესი ჟოზეს. მოურინიომ "რეალში" წასვლა იქამდე ინანანა, სანამ იქ მუშაობას დაიწყებდა. ჩვენი საუბრისას მან მითხრა, რომ მადრიდში ოჯახის ნაცვლად ბიზნესი ელოდა. მისი წასვლის შემდეგ, ცრემლები ნამდვილი იყო".

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ 2010 წელს "ინტერთან" ერთად ტრიპლეტი შეასრულა, რის შემდეგაც სამუშაოდ "რეალში" გადაბარგდა, სადაც 3 სეზონის განმავლობაში იმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები