დე ბრუინი : პოგბას კარმა? ასეთი სისულელეების არ მჯერა
Aa
Aa

დე ბრუინი : პოგბას კარმა? ასეთი სისულელეების არ მჯერა

მანჩესტერ „სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი  კევინ დე ბრუინი პოლ პოგბას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე პრემიერლიგის მატჩში  „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალს“ 3:1 სძლია. თამაშის მსვლელობისას ჰექტორ ბელერინთან უხეშობის გამო პოლ პოგბა მოედნიდან გააძევეს.

შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა ბიბისისთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა რომ მოხარული იქნება თუ სიტის ფეხბურთელებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ, ისე როგორც ეს „იუნაიტედის“ მოთამაშეებს ჰქონდათ.

მას შემდეგ რაც პოგბამ „ქალაქელების“ ფეხბურთელებს ტრავმის მიღება უსურვა, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში „სიტის“ გულშემატკივრებმა „გაილაშქრეს“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კევინ დე ბრუინმაც გააკეთა:

„ასეთი სისულელის არ მჯერა. ცრუმორწმუნე არ ვარ და ვისაც კარმის სჯერა ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება.

მე ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმე დაშავდეს. ეს შეჯიბრია და მე ყოველთვის მსურს, რომ საუკეთესო გუნდის და საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშო.“

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, „არსენალთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო, პოლ პოგბა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „წითელმა ეშმაკებმა“ ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი შუახაზელი „სიტისთან“ გასამართ დერბის გამოტოვებს.

„პოგბას პიროვნულად კარგად არ ვიცნობ, თუმცა მისი შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით. ის შესანიშნავი მოთამაშეა. მან „არსენალთან“ წითელი ბარათი მიიღო. სამწუხაროა მაგრამ ფეხბურთში ტრავმები და დისკვალიფიკაციები ხშირია“

„იუნაიტედი ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ფეხბურთელებში ძალიან დიდი თანხა დახარჯეს და რათქმაუნდა ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. მანჩესტერულ დერბიში ჩვენ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ვითამაშებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება იქნება“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები