ვის მიიჩნევს მესი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად? რას ფიქრობს ის
Aa
Aa

ვის მიიჩნევს მესი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად? რას ფიქრობს ის "რეალზე"?

ოქროს ბუცის გადაცემის შემდეგ, ლეო მესიმ Marca-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.

"ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი წელს "მანჩესტერ სიტია". მათ გვერდით შეიძლება, რომ "პსჟ" დავაყენოთ. ჯერჯერობით ამ ორმა გუნდმა დაგვანახა, რომ ფაოვრიტთა შორის ყოფნას იმსახურებენ, თუმცა მათ დიდი კონკურენცია ელით. მინდა ავღნიშნო, რომ მე არასდროს გამოვრიცხავ "რეალს". მიუხედავად იმისა, რომ მათ ამჟამად პრობლემები აქვთ, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ ტიტულისთვის. არის კიდევ ერთი კარგი გუნდი - "ბაიერნი", თუმცა "სიტისა" და "პსჟ"-ს მათზე წინ ვაყენებ".

შეგახსენებთ, რომ მესის მიერ ჩამოთვლილმა ყველა გუნდმა, ისევე როგორც "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ის საგზური უკვე გაიფორმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები