მორატას უნიკალური მაჩვენებელი პრემიერლიგაში
Aa
Aa

მორატას უნიკალური მაჩვენებელი პრემიერლიგაში

პრემიერლიგის მე-12 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" 4-0 სძლია და მე-3 პოზიცია დაიბრუნა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლონდონელთა ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ, რომელსაც საწყის 12 ტურში უკვე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

გუშინდელი შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ, მორატა პრემიერლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საწყის 12 ტურში გუნდის მიერ გატანილ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა. ასეთი მაჩვენებელი აქამდე არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი "არისტოკრატებს" ზაფხულში შეუერთდა. "ჩელსიმ" "რეალს" მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები