Aa
Aa

"მანჩესტერი" ზამთარში მინიმუმ 1 ტრანსფერს განახორციელებს - სამიზნე ცნობილია

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ 1 ტრანსფერს განახორციელებს.

The Sun-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს ლონდონის "ტოტენჰემის" განაპირა მცველი დენი როუზი ძალიან მოსწონს და მისი შეძენა სურს.

პორტუგალიელ სპეციალისტს მარცხენა ფლანგის თამაში არ მოსწონს და ვლილებებს გეგმავს. 27 წლის როუზს კი ბოლო პერიოდში "დეზებში" სათამაშო პრაქტიკა არასაკმარისად აქვს, რის გამოც გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ გახლავთ.

წყაროს ცნობით, "მანკუნიანელებმა" გადაწყვიტეს, რომ იანვარში მინიმუმ ერთ ტრანსფერს აუცილებლად განახორციელებენ და დიდი ალბათობით ეს როუზი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დენი როუზი "ტოტენჰემის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 147 შეხვედრაში 10 გოლი და 21 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები