ვენგერმა სანჩესი და იოზილი გაუშვა
Aa
Aa

ვენგერმა სანჩესი და იოზილი გაუშვა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, The Telegraph-თან საუბრისას ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩვენ განვიხილავთ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც სანჩესი და იოზილი იანვარში დაგვტოვებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული. ყველაფერი დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი".

შეგახსენებთ, რომ იოზილისა და სანჩესის კონტრაქტებს ვადა ზაფხულში ეწურებათ და ისინი თავისუფალი აგენტები ხდებიან. აქედან გამომდინარე, "არსენალის" გეგმებში შედის, რომ ორივე მათგანი იანვარში ტრანსფერზე დააყენოს.

გერმანელი ფლეიმეიქერის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედს", "ბარსელონასა" და "ინტერს" უკავშირებენ. რაც შეეხება სანჩესს, ჩილელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ "მეთოფეებს" უკვე პრინციპული შეთანხმება აქვთ "ლიონის" შემტევ ნაბილ ფეკირთან, რომლის სანაცვლოდაც ლონდონელები 60 მილიონ ევროს იხდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები