დიმიტროვმა გოფინი გაანადგურა და 1/2 ფინალში გავიდა
Aa
Aa

დიმიტროვმა გოფინი გაანადგურა და 1/2 ფინალში გავიდა

ლონდონში მიმდინარე მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა.

დღის პირველ მატჩში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა - გრიგორ დიმიტროვმა, პირველ ტურში რაფაელ ნადალის დამმარცხებელი დავიდ გოფინი კორტიდან გააქრო და 6:0 6:2 მოუგო.

დიმიტროვმა აღნიშნული გამარჯვებით 1/2 ფინალში თააში გაინაღდა.

დღის მეორე მატჩი დომინიკ ტიმსა და პაბლო კარენო-ბუსტას შორის ჩატარდა. კარენო-ბუსტამ ტურნირიდან მოხსნილი ნადალი შეცვალა.

თამაში 3 სეტიანი გამოდგა და ტიმის გამარჯვებით 6:3 3:6 6:4 დასრულდა. ტიმმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ტურში დავიდ გოფინთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელის.

დღეს B ჯგუფში მე-3 ტურის მატჩები შედგება. 1/2 ფინალში უკვე გასული როჯერ ფედერერი ჯერჯერობით უქულოდ მოასპარეზე მარინ ჩილიჩს შეხვდება, ხოლო ალექსანდრ ზვერევი და ჯეკ სოკი ამ ჯგუფიდან მეორე 1/2 ფინალისტს ურთიერთშეხვედრაში გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები