მოურინიოს გამაოგნებლად საშინელი სტატისტიკა გასვლით მატჩებში
Aa
Aa

მოურინიოს გამაოგნებლად საშინელი სტატისტიკა გასვლით მატჩებში

პრემიერლიგის მე-11 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონში "ჩელსისთან" 0-1 წააგო და საჩემპიონო შანსები საგრძნობლად შეიმცირა.

მოურინიოს, რომ თავისი პრაგმატული სტილის გამო ბევრი აკრიტიკებს, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა მოუს ხისტ ტაქტიკას შედეგი ყოველთვის მოჰქონდა.

ბოლო წლებში, ჟოზე მოურინიო პრინციპულ მატჩებში ზედმეტად პრაგმატულად გამოიყურება და ეს მის სტატისტიკაზეც აისახა.

ინგლისის პრემიერლიგაში მოწინავე ექვსეულის გუნდებთან გასვლით შეხვედრებში მოურინიოს გუნდებს, ბოლო 10 დაპირისპირებაში (900 წუთი) მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. ანგარიშები ასე გამოიყურება: 0-0, 0-3, 0-0, 0-0, 0-4, 0-0, 0-2, 1-2, 0-0, 0-1.

როგორც ხედავთ, "განსაკუთრებულს" განსაკუთრებულად საშინელი შედეგი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები