The Sun:
Aa
Aa

The Sun: "მანჩესტერის" ტალანტს "ბარსელონაში" გადასვლა სურს!

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. დიდი შანსია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ტალანტმა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

საუბარია 17 წლის ანხელ გომესზე, რომელიც "წითელი ეშმაკების" ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

გამოცემის ინფორმაციით, გომესის მამამ "იუნიატედის" ხელმძღვანელებს აცნობა, რომ თავისი შვილით ევროგრანდები ინტერესდებიან და ისინი შემოთავაზებების განხილვას გეგმავენ.

დაინტერესებული გუნდებიდან ყველაზე მეტად "ბარსელონა" აქტიურობს და ფეხბურთელსაც გული ყველაზე მეტად კატალონიისკენ მიუწევს.

"მანკუნიანელებს" ეს ამბავი აშინებთ. მათ რა თქმა უნდა, არ სურთ, რომ ძალიან პერსპექტიული მოთამაშე "ბარსას" დაუთმონ.

მოურინიომ გადაწყვიტა, რომ გომესი ასოციაციის თასზე რეგულარულად ათამაშოს და პირველ გუნდს შეაჩვიოს. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, რადგან მას გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ნახევარმცველს "მანჩესტერის" ახალგაზრდულ გუნდში 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. მან ახლაგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები