მალდინიმ
Aa
Aa

მალდინიმ "მილანზე" ისაუბრა და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა

"მილანის" ლეგენდარულმა კაპიტანმა პაოლო მადლინიმ, თავისი ყოფილი გუნდის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"წლევანდელ სეზონში შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოხდა. ამიტომაც, ვთვლი რომ მოთმინებაა საჭირო. "მილანს" დრო სჭირდება, რაგდან შედეგი მეორე დღესვე არ მოდის. "როსონერი" ამჟამად ოთხეულში მოხვედრას არ იმსახურებს. სეზონი საკმაოდ გრძელია და ვნახოთ რა მოხდება ბოლოს. ამ ეტაპზე კი სხვა გუნდები გაცილებით კარგად გამოიყურებიან და ცხრილის ზედა ნაწილში პოზიციები დამსახურებულად უკავიათ."

აქვე გეტყვით, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდს სერია A-ს გასული 11 ტურის შემდეგ, 13 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზე იმყოფება. "მილანი" ევროზონას ნელ-ნელა ისე შორდება, რომ მეორე წრეში მათი ასპარეზობა ფორმალობა იქნება. "როსონერი" ცვლილებებს საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები