Aa
Aa

ჟოაო მარიომ ვარჯიში განაახლა

მილანის „ინტერის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო მარიომ, ტრავმის შემდეგ, ვარჯიში დღეს განაახლა.

მან წვრთნა თანაგუნდელებთან ერთად გაიარა და ექიმებს იმედი აქვთ, რომ მარიო „ნაპოლისთან“ შაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

ჟოაო მარიოს დაზიანების გამო, რამდენიმე კვირა გაუცდა და მილანურ დერბიში „მილანის“ წინააღმდეგ თამაშიც ვერ შეძლო.

„ნაპოლი“ და „ინტერი“, შაბათს, 22:45 საათზე, „სტადიო სან პაოლოზე“ ითამაშებენ. ეს გუნდები სერია A-ს სატუნირო ცხრილის სათავეში არიან. ნეაპოლელები მილანელებს 2 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები