მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "რატომ არ დავიწყე მუშაობა ბარსელონაში?"..."ეს, ჩემი ცხოვრებისა და კარიერის..."

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ თავისი სამწვრთნელო კარიერის დეტალები გაიხსენა და მისი "ბარსელონაში" არდანიშვნის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც 2010 წელს "რეალის" მწვრთნელი გავხდი, დრო სწორად შევარჩიე. ამ გუდის გაწვრთნა ძალიან მინდოდა. იმ დროს მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონა" ევროპის მასშტაბით უძლიერესი გუნდი იყო. სამი წლის შემდეგ, როცა მადრიდიდან ლონდონში წავედი და "ჩელსი" ჩავიბარე, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ოჯახმა დამარწმუნა. ჩემს ქალიშვილს ლონდონში სწავლა სურდა. როგორც ყოველთვის, ოჯახთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია. "რეალიდან" პირადი მიზეზების გამო წამოვედი. როდსაც ბედნიერი ვარ, შედეგბიც საუკეთესო მაქვს. "ბლანკოსში" მუშაობის ბოლო წელს კი ბედნიერი ნამდვილად არ გახლდით. რატომ არ დავიწყე მუშაობა "ბარსელონაში"? ოდესმე მოვა ამის დროც და სიმართლეს ყველანი გაიგებთ. ეს, ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა, რომელსაც ჯერჯერობით ჩემთვის შევინახავ. როდის გავამხელ მას? შესაძლოა მაშინ, როცა ღრმად მოხუცებული ვიქნები".

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო 1996-2000 წლებში, "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს "განსაკუთრებულმა" "პორტოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მომდევნო სეზონიდან "ჩელსი" ჩაიბარა, "ბარსა" მისი ყველაზე საძულველი მეტოქე გახდა. პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ყველა გუნდი "ბლაუგრანას" დაუძინებელი მტერია. როგორც ჩანს, ამის მიზეზს ჯერ ვერ გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები