როჯერსმა
Aa
Aa

როჯერსმა "სელტიკი" დატოვა - მიზეზი, თავისი მეუღლის პირველი ქმრის თვითმკვლელობაა!

გლაზგოს "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თანამდებობდა მას შემდეგ დატოვა, როცა საკუთარი ცოლის ყოფილი მეგობარი მამაკაცის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო.

როგორც ცნობილი გახდა, როჯერსის ცოლის პირველმა მეუღლემ, თავი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მოიკლა.

35 წლის შარლოტა სილი, 2013 წლამდე სტივენ ჰინდომის მეუღლე იყო, რომელთანაც ქალიშვილიც შეეძინა. 17 თვიანი ურთიერთობის შემდეგ, ისინი ერთმანეთს ცუდად დაშორდნენ.

მეგობრების თქმით, სტივენმა განქორწინებაზე უარი განაცხადა და ცდილობდა გამკლავებოდა იმ ფაქტს, რომ მისმა მეუღლემ სხვა შეიყვარა. ის ასევე განადგურებული იყო იმ ფაქტით, რომ ერთადერთი შვილის გარეშე დარჩა, რომელიც შარლოტმა გლაზგოში წაიყვანა.

როგორც ჩანს, სტივენისთვის ბოლო დარტყმა ფინანსური პრობლემები იყო, რომლის ვერმოგვარების შემდეგ, მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

მისი გვამი, ლონდონში სასტუმროს თანამშრომლებმა იპოვეს. როგორც პოლიციამ განაცხადა, მათ შეატყობინეს, რომ ზემოდან ვიღაცა გადმოვარდა.

2014 წელს, სტივენ ჰინდომი ცდილობდა, რომ თავის ყოფილ მეუღლეს დაკავშირებოდა. უშედეგო მცდელობის შემდეგ, მან თვალთვალი დაიწყო, რის გამოც ის დააკავეს და 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, 30 წლის ჰინდომის სიკვდილი ეჭვს არ იწვევს. ეს ნამდვილად სუიციდი იყო, რადგან მის ნომერში ვიდეოჩანაწერი ნახეს, სადაც ის თვითმკვლელობის შესახებ საუბრობდა.

ბრენდან როჯერსი და მისი მეუღლე შარლოტა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები