Aa
Aa

"ბარსას" ქომაგები ნეიმარს საბოლოოდ შეიძულებენ - რა გააკეთა ბრაზილიელმა?

ნეიმარის "პსჟ"ში გადასვლამ, "ბარსას" ქომაგებს გული ძალიან დასწყვიტა და მათი განაწყენება გამოიწვია. მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი, დიდი ალბათობით ბრაზილიელს საბოლოოდ შეიძულებენ.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თქმით, ნეიმარმა "ბლაუგრანას" UEFA-ში უჩივლა. მისი სურვილი იყო, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგიდან მოეკვეთათ.

საქმე ეხება ფეხბურთელის მამას და ამავდროულად მის აგენტს. უფროს ნეიმარს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობისგან "ერთგულებისთვის" 26 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ "ბლაუგრანას" ბორდმა ამაზე უარი განაცხადა.

ბართომეუსა და მისი გუნდის თქმით, ხსენებული 26 მილიონიანი შეთანხმება მაშინ დაირღვა, როცა ფეხბურთელმა კლუბი კონტრაქტის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე დატოვა და პარიზში გადაბარგდა.

საბოლოოდ, UEFA-მ კატალონიელთა არგუმენტები უფრო დამაჯერებლად სცნო და ნეიმარის საჩივარი არ მიიღო.

ეს ფაქტი დღეს გასაჯაროვდა და დიდი ალბათობით, "ბარსას" ქომაგების აღშფოთებასაც გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები