ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: " თუ, მონტელა მეტყვის, რომ მისი ასისტენტი ვიყო, მაშინ..."

"ბაიერნიდან" დათხოვნის შემდეგ, კარლო ანჩელოტის სახელს აქტიურად უკავშირებენ "მილანს".

იტალიური პრესის ვარაუდით, სეზონის ბოლოს მონტელა გუნდს დატოვებს და "როსონერის" ახალი თავკაცი ანჩელოტი იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით კარლომ პირველი კომენტარი გააკეთა: "დავბრუნდები თუ არა "მილანში"? თუ, მონტელა მეტყვის, რომ მისი ასისტენტი ვიყო, მაშინ აუცილებლად დავბრუნდები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით მუშაობის დაწყებას არ ვგეგმავ. სეზონის დასრულებამდე დასვენებას ვაპირებ. შემდეგ კი ვნახოთ".

შეგახსენებთ, რომ "მილანი" სარტანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას ისევ გეგმავს. იტალიელები ზამთარში რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები