კინი
Aa
Aa

კინი "ლივერპულზე": "...ამიტომ ვერ იგებენ ისინი ვერაფერს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა "ლივერპულის" შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ანდალუსიელებმა "ლივერპულის" სისუსტე დაგვანახეს. აი ამიტომ ვერ იგებენ ისინი ვერაფერს. ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, ასეთი უყურადღებობა დაუშვებელია. ამ ფაქტმა, ალბათ კლოპი ჭკუიდან უნდა შეშალოს. ეს ფეხბურთის ყველაზე მარტივი ნაწილია. უბრალოდ კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნო. სხვა დანარჩენი და ყველაზე რთული ასპექტები "მერსისაიდელებმა" იდეალურად შეასრულეს. ჩემპიონთა ლიგის მოგება? "ლივერპულმა" ეს უნდა დაივიწყოს. ჯგუფიდან ისინი აუცილებლად გავლენ, მაგრამ პლეი-ოფების სტადიაზე, ისეთი გუნდები როგორიც მაგალითად "რეალია", მათზე უბრალოდ გაიცინებენ". - განაცხადა კინმა Daily Mail-თან საუბრისას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები