ESPN: ანჩელოტი პრემიერლიგაში,
Aa
Aa

ESPN: ანჩელოტი პრემიერლიგაში, "ბაიერნს" კი...

კარლო ანჩელოტის "ბაიერნიდან" შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო დღეებია აქტიურად იწერება.

დღეს, ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ანჩელოტი პრემიერლიგაში დაბრუნდეს და რომელიმე ინგლისურ გრანდს ჩაუდგეს სათავეში.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი თავისი მიუნხენური ყოფით უკმაყოფილოა და თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვალა, ამ შემთხვევაში "რეკორდმაისტერისა" და ანჩელოტის დაშორება გარდაუვალი იქნება.

"ბაიერნის" სავარაუდო ახალ მწვრთნელად, "ჰოფენჰაიმის" 30 წლის დამრიგებელი იულიან ნაგელტსმანი სახელდება.

თავად ზინსჰეიმელთა ახალგაზრდა თავკაცი მზადაა, რომ დიდ გამოწვევას დათანხმდეს და მიუნხენური გიგანტი გაწვრთნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები