Aa
Aa

"სიტი" VS "ლივერპული" - გვარდიოლას მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ლივერპულთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ, პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

"მესმის, რომ დღევანდელი მატჩი ძალიან რთული იქნება. "ლივერპული" პრემიერლიგის ფავორიტი ყოველთვის იყო და ეს მომავალშიც ასე იქნება".

იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ "სიტის" მატჩის ფავორიტად მიიჩნევს. ამაზე გვარდიოლას პასუხი ასეთი იყო: "მე იღბლიანი ვარ. ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე ფავორიტის იარლიყი თანმსდევს. ჩვენ ვითამაშებთ ფავორიტის სტატუსით და ეს მე საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს". - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები