რა უთხრა გრიზმანმა მსაჯს? ფრანგს 2-დან 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელის
Aa
Aa

რა უთხრა გრიზმანმა მსაჯს? ფრანგს 2-დან 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელის

გუშინ, მადრიდის "ატლეტიკომ" ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი დებიუტანტ "ხირონასთან" ჩაატარა, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

შეხვედრის 67-ე წუთზე "როხიბლანკოს" ფრანგი ლიდერი ანტუან გრიზმანი მოედნიდან გააძევეს.

სიმულაციის გამო მთავარა არბიტრმა გრიზმანს ყვითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა მსაჯს ტ**კი უწოდა. რა თქმა უნდა, მას უმალვე წითელი უჩვენეს და მოედანი დაატოვებინეს.

მადრიდული AS-ის ცნობით, გრიზმანს 2-დან 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები