„არსენალის“ მთავარი სამიზნე ობამეიანგია
Aa
Aa

„არსენალის“ მთავარი სამიზნე ობამეიანგია

ლონდონის „არსენალის“ სამწვრთნელო შტაბს, გუნდში დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ხოლვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას „Bild“-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, „მეთოფეებმა“ შესაძლოა გერმანულ კლუბს, ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზონ. არსენ ვენგერი ობამეიანგის თამაშით მოხიბლულია და დიდი შანსიას, რომ ტრანსფერი განხორციელდეს.

„ბუნდესლიგის“ გასულ გათამაშებაში, აუბამეიანგმა მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე კი 16 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები