4-დან 10 მატჩამდე - დისკვალიფიკაცია ზიდანსაც ემუქრება!
Aa
Aa

4-დან 10 მატჩამდე - დისკვალიფიკაცია ზიდანსაც ემუქრება!

მადრიდის "რეალს" პრობლემები არ ელევა. კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩით დასჯის შემდეგ, დისკვალიფიკაცია სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანსაც ემუქრება.

როდესაც, რონალდუს სასჯელის შესახებ ცნობილი გახდა, ზიდანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "როცა ასეთ გადაწყვეტილებას ხედავ, ფიქრობ, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება".

სწორედ ამ განცხადების შემდეგ, ტექნიკურმა კომიტეტმა ფრანგი სპეციალისტის სიტყვების შესწავლა გადაწყვიტა.

იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მადრიდელთა მწვრთნელმა სადისციპლინო კომიტეტი წინასწარ გაზრახულ და მიკერძოებულ ქმედებაში დაადანაშაულა, ზიდანს სასჯელი ელის, რომელიც 4-დან 10 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

როგორც ხედავთ, "რეალს" მშვიდად ყოფნის საშუალება არ ეძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები