მორიგი თრილერი და პირველი სენსაცია პრემიერლიგაში
Aa
Aa

მორიგი თრილერი და პირველი სენსაცია პრემიერლიგაში

პრემიერლიგის პირველი ტური ისე მიმდინარეობს, რომ შესაძლოა ისტორიულიც კი გამოდგეს.

ამჯერადაც უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა.

მოქმედი ჩემპიონი ლონდონის "ჩელსი" საკუთარ კედლებში "ბარნლისთან 2-3 დამარცხდა.

"არისტოკრატები" 0-3-ს აგებდნენ. კონტეს გუნდი 9 კაცით თამაშობდა და მიუხედავად ამისა ქულის აღების შანსი მაინც ჰქონდათ.

ლონდონელთა დებიუტანტი ალვარო მორატა, შეხვედრაში 58-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდის თამაში აშკარად გამოაცოცხლა.

ტრავმის გამო შეხვედრას დააკლდა ედენ აზარი და პედრო როდრიგესი. წითლები კი კეჰილმა და ფაბრეგასმა მიიღეს, რომლებიც ავტომატურად მომდევნო ტურს გამოტოვებენ.

 

გოლები: ვოუკსი (24, 43), უორდი (39), მორატა (69), დავიდ ლუისი (88).

ჩელსი: კურტუა, რუდიგერი, კეჰილი, ლუისი, ალონსო, ასპილიკუეტა, კანტე, ფაბრეგასი, ვილიანი, ბოგა, ბაჩუაი.

უოტფორდი: ჰიტონი, ლოუტონი, ტარკოვსკი, მი, უორდი, გუდმუნდსონი, კორკი, ჰენდრიკი, დეფური, ბრეიდი, ვოუკსი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები