Aa
Aa

"მანჩესტერმა" ისკო დიდი თავის გამო დაიწუნა...

მადრიდული გამოცემა AS ისკო ალარკონის შესახებ ძალიან საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

მაშინ, როცა ისკო "მალაგას" შემადგენლობაში ბრწყინავდა და არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე იყო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის უცნაური და ამავდროულად სასაცილო მიზეზის გამო დაიწუნა.

"ის კარგად თამაშობდა, თუმცა საკმარისად სწრაფი არ იყო. გარდა ამისა, სხეულთან შედარებით დიდი თავი ჰქონდა". - ეს "მანჩესტერის" სკაუტის სიტყვებია, რომელიც ესპანელ ფეხბურთელს აკვირდებოდა.

ისკომ რამდენიმე დღის წინ გამართულ "უეფას" სუპერ თასის შეხვედრაში "მანჩესტერთან" ძალიან კარგად ითამაშა და "წითელ ეშმაკებს" გოლიც გაუტანა.

იგი "მალაგაში" 2011-2013 წლებში თამაშობდა და 2012 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები