ბარსამ კოუტინიოს ჩააკითხა
Aa
Aa

ბარსამ კოუტინიოს ჩააკითხა

ბრიტანული და ესპანური პრესა იწერება, რომ ლივერპულში “ბარსელონას” წარმომადგენლები შენიშნეს. ეს ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება.

ნეიმარის წასვლის მერე, “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავის ადგილი აქვს შესავსები და ერთ-ერთი სამიზნე სწორედ “ოქროს ბიჭუნაა”.

კატალონიურ გუნდს კოუტინიოს ადრეც უკავშირებდნენ, მარამ “ლივერპული” თავს შორს იჭერდა. იურგენ კლოპი ახლაც ირწმუნება, რომ ფილიპე არ იყიდება.

“კლოპოს” თქმით კოუტინიო მერსისაიდელებისთვის შეუფასებელია, ხოლო დანარჩენი გუნდებისთვის ხელმიუწვდომელი. კულუარებში კი სხვა რამეს ჩურჩულებენ და უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რამდენად ხელშეუხებელია ბრაზილიელი.

ამბობენ იმასაც, რომ “ბარსა” კოუტინიოს სანაცვლოდ “ლივერპულს” ფულსა და პორტუგალიელ ნახევარმცველს ანდრე გომეშს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები