Aa
Aa

ობლაკის აგენტი პარიზშია

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ცნობით, იან ობლაკის აგენტი პარიზში იმყოფება და „პსჟ“-ს ხელმძღვანელებთან შესახვედრად ემზადება.

ფრანგები ობლაკის შეძენით დიდი ხანია ინტერესდებიან და როგორც ირკვევა, მზად არიან, რომ მის ტრანსფერში 60-70 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ობლაკის აგენტისა და პარიზელთა წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ამ პოტენციური ტრანსფერის შესახებ უფრო მეტი გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები