Aa
Aa

ოფიციალურად: მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

ჟოზე მოურინიო სასურველი მოთამაშეების დამატებას განაგრძობს.

ესპანური AS-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი გაიფორმა.

"წითელ ეშმაკებს" ტრანსფერი 44.7 მილიონი ევრო დაუჯდათ.

28 წლის მატიჩმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და Instagram-ზე "მანჩესტერის" მაისურით პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.

სერბი ფეხბურთელი "ჩელსის" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. "არისტოკრატთა" რიგებში მის ანგარიშზე 121 მატჩი და 4 გოლია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები