Aa
Aa

"პსჟ"-მ სანჩესთან მოლაპარაკებები დაიწყო

ფრანგული Le Parisien-ის ცნობით, "პსჟ"-მ ალექსის სანჩესის ტრანსფერზე მოლაპარკებები დაიწყო.

ფრანგული გუნდის სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე ლონდონში ჩაფრინდა და "არსენალისთვის" შეთავაზებას ამზადებს.

მოგეხსენებათ, რომ პარიზელები ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობენ, რომელიც განხორციელების შემთხვევაში 222 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

როგორც ჩანს, ბრაზილიელის ვერშეძენის შემთხვევაში ფრანგული გუნდი სათადარიგო გეგმაზე გადაერთვება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად აფასებენ თავიანთ ლიდერს "მეთოფეები".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები