ფედერერმა ახალი რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

ფედერერმა ახალი რეკორდი დაამყარა

35 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა დიდ სლემებზე მოგებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

როჯერმა უიმბლდონის მიმდინარე გათამაშებაში, გერმანელი მიშა ზვერევი 3 სეტში 7:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და დიდ სლემებზე მოგებული მატჩების რაოდენობის რეკორდი დაამხო. ფედერერმა 317-ე შეხვედრაში გაიმარჯვა და სერენა უილიამსის შედეგი გააუმჯობესა.

მერვედფინალში გასული ფედერერის მეტოქე, გრიგორ დიმიტროვი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები