ბასილაშვილი დღეს  ქუერის შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი დღეს ქუერის შეხვდება

დღეიდან "უიმბლდონზე" მე-2 წრის შეხვედრები იწყება, რომელთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და სემ ქუერის შეხვედრაცაა.

29 წლის ქუერი ამჟამად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია. მან ტურნირის პირველ რაუნდში ბასილაშვილის მსგავსად 3 სეტში იმარჯვა.

ამერიკელმა გასული წლის "უიმბლდონზე" ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო და 1/4 ფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ ფინალისტ მილოშ რაონიჩთან 4 სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილისა და ქუერის მატჩი მე-18 კორტზე, დომინიკა ციბულკოვასა და ჯენიფერ ბრეიდის თამაშის დასრულებისთანავე დაიწყება - დაახლოებითი დრო 16:00 საათია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები