Aa
Aa

იტალიური პრესა: დონარუმა და "მილანი" შეთანხმდნენ!

გუშინ ღამით "მილანის" ხელმძღვანელობასა და ჯანლუიჯი დონარუმას წარმომადგენლებს შორის დასკვნითი შეხვედრა შედგა.

როგორც იტალიური პრესა წერს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დონარუმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

იგი "როსონერისთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება, თუმცა არის პუნტი, რომლის თანახმადაც თუკი "მილანი" მომავალ წელს "ჩემპიონთა ლიგის" საგზურს ვერ მოიპოვებს, მსურველ კლუბს დონარუმას შეძენა 50 მილიონ ევროდ შეეძლება.

რაც შეეხება ხელფასს, 18 წლის მეკარე წლიურად 5 მილიონ ევროს აიღებს და საინტერესოა, რომ მისი ძმა ანტონიო დონარუმა, რომელიც ასევე მეკარეა, "მილანში" გადავა და მისი წლიური ხელფასი 1 მილიონი ევრო იქნება. ეს ყველაფერი ასევე გუშინ შეთანხმდა და "ჯიჯიოს" კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტია.

ანტონიო დონარუმა 26 წლისაა და ისიც "შავ-წითლების" სკოლის აღზრდილია. 

Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონარუმამ "პსჟ"-ს წინადადება დაბლოკა და უარი წლიურ 13 მილიონი ევროს ხელფასზე თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები