გერმანიამ
Aa
Aa

გერმანიამ "კონფედერაციის თასი" მოიგო

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა "კონფედერაციის თასის" 2017 წლის გათამაშება მოიგო და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამ ტურნირის მოგება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეძლო.

ფინალურ შეხვედრაში გერმანელებმა ჩილეს ნაკრებს მინიმალური სხვაობით 1:0 აჯობეს. ერთადერთი ბურთი მატჩის მე-20 წუთზე შტინდლმა გაიტანა.

გერმანიის ნაკრებმა "კონფედერაციის თასი" ისტორიაში პირველად მოიგო. აქამდე ამ ტურნირზე მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2005 წელს დაკავებული მე-3 ადგილი გახლდათ.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად იულიან დრაქსლერი დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები