მატჩის წინ - ჩიხურა VS ალტახი
Aa
Aa

მატჩის წინ - ჩიხურა VS ალტახი

საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი საჩხერის "ჩიხურა" "ევროპა ლიგის" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს და ავსტრიის მე-4 ადგილოსან "ალტახს" დაუპირისპირდება.

იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ეს თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასა.

”ავსტრიის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ხელწამოსაკრავი არ არის. ორგანიზებული გუნდია, ძლიერი დაცვა ჰყავთ, შეტევაში თამამად გადადიან და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები.

რამდენიმე ფეხბურთელს გამოვყოფდი, მათ შორის ნეტცერს, საკიჩს, შტაინერს და სხვებს. გეგმაზომიერად და ორგანიზებულად თამაშობენ.

ალბათ ჩვენთანაც ჩაკეტავენ სივრცეებს და სწრაფი ფეხბურთელებით და სტანდარტული სიტუაციებით ეცდებიან წარმატების მიღწევას. თუმცა აქვთ მინუსებიც, ჩვენი კოზირი იქნება სისწრაფე და იმედია, ფიზიკური კონდიციები ხელს შეგვიწყობს”. – განაცხადა ფრუიძემ.

დღევანდელი მატჩისათვუს ფრუიძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ნიკა ქავთარაძე.

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა კაშია, ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე.

ნახევარმცველები: გიორგი კორიფაძე, გიორგი განუგრავა, ნიკა გაბაძე, დენის დობროვოლსკი, თორნიკე გორგიაშვილი, პაპუნა ფონიავა.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, მიხეილ სარდალიშვილი, თორნიკე მუმლაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ბესიკ დეკანოიძე, ნიკა გელაშვილი.

"ჩიხურასა" და "ალტახის" შეხვედრას ებრაელი ერეზ პაპირი განსჯის. მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები