NBA - მოსალოდნელი და შემდგარი ტრანსფერები
Aa
Aa

NBA - მოსალოდნელი და შემდგარი ტრანსფერები

* "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" და "ბრუკლინ ნეთსმა" გარიგება დადეს. 

კალიფორნიელთა რიგებიდან "ნეთსში" ტიმოფეი მოზგოვი და დ'ანჯელო რასელი გადაბარგდნენ, სანაცვლოდ კი "ლეიკერსში" ცენტრი ბრუკ ლოპესი ითამაშებს. მათ, ასევე 2017 წელს ტრაფტის 27-ე არჩევანი ხვდათ წილად.

ამით ლოს ანჯელესელები, მოზგოვის 54 მილიონიან კონტრაქტს იშორებენ და გაცილებით მეტი რესურსი უჩნდებათ, რომ პოლ ჯორჯის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანონ.

* მორიგი გაცვლა, ამჯერად "ჩიკაგო ბულზსა" და "მინესოტას" შორის. "ტიმბერვულვზში" კარიერას ჯიმი ბატლერი განაგრძობს. "ბულსმა" ტრაფტის მე-16 პიკიც დათმო. სანაცვლოდ, "ხარებმა" ზაკ ლავინი, კრის დანი და დრაფტზე მე-7 არჩევანი მიიღეს.

* "სან ანტონიო სფურსი" ახალი გამთამაშებლის შეძენას გეგმავს. ტონი პარკერს ტრავმა აქვს და ფრანგი სეზონის სტარტს გამოტოვებს.

ტეხასელების მთავარი სამიზნე, კრის პოლია, რომელიც პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება.

"სფურსს" დერიკ როუზის შეძენაც სურს, თუმცა პოლის კანდიდატურა პრიორიტეტულია.

* მოგეხსენებათ, რომ შარშან, "ჰიუსტონ როკეტსმა" ჯეიმს ჰარდენთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც "ბაბუაწვერა" 91 მილიონ დოლარს მიიღებს.

ტეხასელებს, თავიანთი პოზიციების უფრო გამყარება სურთ და გუნდის ლიდერს, ახალი წინადადებით მიმართეს. ამჯერად, 4 წლიანი ხელშეკრულება და 168 მილიონი.

დიდი ალბათობით ჰარდენი შემოთავაზებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები