Aa
Aa

რაიოლა: "დონარუმამ მოკვლის მუქარებიც მიიღო"

ჯანლუიჯი დონარუმას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მისმა აგენტმა მინო რაიოლამ გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

"სიტუაცია ძალადობრივი და მტრული იყო, ასე რომ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

ფული არაფერ შუაშია, რადგანაც აქ საქმე ადამიანების უსაფრთხოებას შეეხო. გეტყვით, რომ დონარუმამ მუქარის წერილები მიიღო და მას სხვადასხვა ადამიანები ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ.

ახლაც არის საშიშროება, რომ მან მთელი წელი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს, რაც ასევე დაშინება და მორალური ზეწოლაა.

ის მზად იყო ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა და ამაში ეჭვის შეტანა სისულელეა, უარის თქმა კი გარემოებებმა აიძულა. 

დონარუმამ მითხრა, რომ ასეთ დამოკიდებულებას ვერ აიტანდა. ის მის ოჯახზე ზეწოლას, მუქარასა და შეურაცჰყოფას გულისხმობდა". - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. მას კლუბთან ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით "მილანის" პრეზიდენტმა და მფლობელმა ლი იონჰონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"კლუბის შესაძენად დაახლოებით 800 მილიონი დავხარჯე და კიდევ არაერთი ძვირი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული. ასე რომ, დონარუმაში შემოთავაზებული 40 მილიონი ბევრს არაფერს შემმატებს. სამაგიეროდ გუნდს მომავალ წელს სათადარიგო მეკარე სჭირდება". 

დონარუმა ამჟამად პოლონეთში მიმდინარე 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც გუშინ დანიის ნაკრებთან მატჩისას "მილანის" პოლონელმა გულშემატკივრებმა მის კართან ყალბი ფულის კუპიურები გადმოყარეს და მეკარეს მთელი მატჩი ობსტრუქციას უწყობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები