Sky Italia:
Aa
Aa

Sky Italia: "იუვენტუსი" კოშტას ხელფასზე შეუთანხმდა!

Sky Italia-ს ინფორმაციით, „იუვენტუსსა“ და დუგლას კოშტას აგენტს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მხარეები გუშინ ტურინში შეხვდნენ და როგორც ირკვევა, კონტრაქტის დეტალებზეც შეთანხმდნენ. „იუვე“ ბრაზილიელს წელიწადში 6 მილიონი ევროს გადახდას დაპირდა.

ასე რომ, ტრანსფერის პირველი ნაწილი დახურულია. მეორე ნაწილი კი მომავალ კვირას დაიწყება, როცა იტალიელები კოშტას კლუბის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სატრანსფერო ფასზე დაილაპარაკებენ.

„ბაიერნი“ კოშტას 50 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო „ბებერი ქალბატონს“ ამ გარიგებისთვის 45 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები