კრიხოვიაკი
Aa
Aa

კრიხოვიაკი "მილანში"?

La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვანელები გუშინ ღამით პარიზში იმყოფებოდნენ, სადაც „პსჟ“-ს პოლონელი ნახევარმცველის, გრეგორც კრიხოვიაკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კრიხოვიაკმა ფრანგულ კლუბში პირველი სეზონი აშკარად ჩააგდო. იგი „პარკ დე პრენსზე“ გასულ ზაფხულს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მხოლოდ 18 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გუნდის საერთო მონახაზში ნამდვილად ვერ ჩაჯდა.

როგორც იწერება, კრიხოვიაკი „მილანის“ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს და „სან სიროზე“ გადასასვლელადაც მზადაა. ეგაა, რომ „როსონერიმ“ მის კლუბთან სატრანსფერო ფასის დაკლებაზე შეთანხმებას თუ ვერ მიაღწია, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები