Aa
Aa

"მილანმა" "ტორინოს" 45 მილიონი შესთავაზა

როგორც დაანონსებული იყო, „მილანისა“ და „ტორინოს“ ხელმძღვანელები გუშინ ღამით შეხვდნენ და ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე ისაუბრეს.

„როსონერიმ“ ბელოტის სანაცვლოდ მის კლუბს 45 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელებმა წინადადება უარყვეს. მათ თავიანთ ლიდერში სულ მინიმუმ 60 მილიონი ევროს მიღება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ბელოტი „გრანატას“ რიგებში 2015 წელს გადაბარგდა. მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროა გადახდილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები