ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "დორტმუნდს" პეტერ ბოში გაწვრთნის!

რამდენიმე დღის წინ "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ტომაშ ტუხელმა დატოვა, რომლის შემცვლელის დღეს ოფიციალურად გამოცხადდა.

გერმანული კლუბის ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ მომდევნო 2 სეზონის მანძილზე "ბორუსიას" თავკაცი პეტერ ბოში იქნება. 

53 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მასთან ერთად "ევროპა ლიგის" ფინალში გააღწია. ჰოლანდიის ჩემპიონატში კი მეორე ადგილი დაიკავა.

ბოშს სხვადასხვა დროს "აპელდორნში", "გრააფშაპში", "ჰერაკლესში", "ვიტესსა" და თელ-ავივის "მაკაბიში" უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები