პეპე
Aa
Aa

პეპე "პსჟ"-ში?

თუკი მადრიდულ Marca-ს დავუჯერებთ, „რეალის“ ვეტერანი მცველი, პეპე, სულ მალე „პსჟ“-სთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პორტუგალიელი მცველი „სანტიაგო ბერნაბეუს“ წელს აუცილებლად დატოვებს. აქამდე იწერებოდა, რომ იგი „ინტერში“ გადასვლას აპირებდა.

პეპეს შემოთავაზებები ჩინეთიდანაც ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა აზიაში წასვლა თავად არ ისურვა და კარიერის ევროპაში გაგრძელებას აპირებს.

პეპე 34 წლისაა. იგი "რეალის" რიგებში 2007 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები