ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი "როლან გაროსის" მე-3 წრეშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის მეორე "დიდი სლემის" ტურნირ "როლან გაროსზე" წარმატბეულ გამოსვლას აგრძელებს.

მან ტურნირის მე-2 წრის შეხვედრაში სერბი, ვიქტორ ტროიცკი 3 სეტში, 7:6 7:6 7:6 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს სეტი არ წაუგია, გამარჯვებას მაინც მძიმე ეთქმის, რადგან მან სამივე პარტია მძიმე ბრძოლაში, ტაიბრეიკზე აიღო.

ბასილაშვილმა 2 ეისი მოაწოდა, ხოლო ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. პირველ მოწოდებაზე ქულების 74%, ხოლო მეორეზე - 50% მოიგო. ქართველმა 14 შესაძლაბლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა.

"როლან გაროსის" 1/16 ფინალში, ბასილაშვილის მეტოქე, ამ ტურნირის 9 გზის გამარჯვებული, რაფაელ ნადალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები