Aa
Aa

"მანჩესტერი" ლინდელიოფში 60 მილიონს იხდის!

პოპულარული პორტუგალიური სპორტული გამოცემის, A Bola-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბენფიკას", ვიქტორ-ნილსონ ლინდელიოფის სანაცვლოდ, 60 მილიონი ევრო შესთავაზა.

"მანკუნიანელებს" შვედი მცველის თავისთან გადაყვანა ზამთარშიც სურდათ, თუმცა მაშინ "ბენფიკამ" მის შუა სეზონში გაშვებაზე უარი განაცხადა.

ტანმაღალი ცენტრალური მცველი "არწივების" შემადგენლობაში 2012 წლიდან თამაშობს. იგი 2016 წლიდან მოყოლებული შვედეთის ნაკრების წევრია და "ევრო 2016"-ზე მისი ერთ-ერთი წამყვანი უკანახაზელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები