ანდერ ერერა:
Aa
Aa

ანდერ ერერა: "ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია"

ინგლისური "მანჩესტერის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ, "ევროპის ლიგის" ფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია. თუ "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოსვლა გვინდა, ამბიციები სწორედ დღეს უნდა დავამტკიცოთ.

ამასთანავე ეს ევროტურნირია, რომელიც ჩვენ გუნდს არასდროს მოუგია. თანაც "იუნაიტედს" ევროასპარეზზე საკმაო ხანია ტიტული არ აუღია.

მეტოქე ძალიან ძლიერია და მისი არ დაფასება არ შეიძლება, თუმცა ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ". - აცხადებს ერერა.

ფინალური შეხვედრა, დღეს, 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები