ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "ბენზემა რონალდუს საუკეთესო პარტნიორია"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"გაჩერებას არ ვაპირებ. ალექს ფერგიუსონმა 2000 მატჩში გაიყვანა გუნდი მინდორზე...

მორატას ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რადგან ბენზემა რონალდუს საუკეთესო პარტნიორია.

ძველ ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის ბუფონი განსაკუთრებულია. "რეალში" არა მხოლოდ რონალდუ, არამედ მოდრიჩი, რამოსი, ბენზემა, მარსელო და კიდევ სხვებიც არიან დიდი მოთამაშეები.

ზიდანი ძალიან ჭკვიანია და ფეხბურთის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის". - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ "კარლიტო" მადრიდულ გრანდში 2013-2015 წლებში მუშაობდა და მასთან ერთად 2014 წელს "ჩემპიონთა ლიგა" მოიგო.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები