Aa
Aa

"ევროპის ლიგის" ფინალს დამირ სკომინა იმსაჯებს

24 მაისს, სტოკჰოლმში გასამართ "ევროპის ლიგის" ფინალურ შეხვედრას სლოვენიელი დამირ სკომინა გაუძღვება.

40 წლის სკომინას კარიერის გამორჩეული მატჩი 2012 წლის "უეფას" სუპერ თასის დაპირისპირებაა, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკომ" ლონდონის "ჩელსი" გაანადგურა. 

გარდა ამისა, მას სხვადასხვა ტურნირებზე მნიშვნელოვან მატჩებს ხშირად ანდობენ. მაგალითად, სკომინამ გასულ წელს "ევრო 2016"-ზე რამდენიმე თამაში იმსაჯა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მსაჯი, გერმანელი ფელიქს ბრიხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები