აზარენკა ჩოგბურთს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება
Aa
Aa

აზარენკა ჩოგბურთს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება

დიდი სლემის ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, კორტს სულ მალე დაუბრუნდება.

“ძალიან აღელვებული ვარ, მალე კორტს დავუბრუნდები. გახდე დედა, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც კი შეიძლება ცხოვრებისგან მიიღო.

მოუთმენლად ველოდები ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას”. - ამბობს აზარენკა.

27 წლის აზარენკას 2012 და 2013 წლებში "ავსტრალიის ღია პირველობა" აქვს მოგებული, ხოლო იმავე სეზონებში "ამერიკის ღია პირველობაზე" ფინალური შეხვედრები წააგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები